პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩამოყალიბდნენ, სარჩელს მტკიცებულებები ახლავს თუ არ ახლავს, წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთია საგამოძიებო დასკვნის სახით, თუ იმდენია, რომ სატვირთო მანქანა არის საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოში მის მოსატანად

საკონსტიტუციო სასამართლო

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპონენტებს მოუწოდებს ჩამოყალიბდნენ, ახლავს თუ არა საკონსტიტუციო სარჩელს მტკიცებულებები, და მათ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების გავრცელებაში ადანაშაულებს.

გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩამოყალიბდნენ, სარჩელს მტკიცებულებები ახლავს თუ არ ახლავს, წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთია საგამოძიებო დასკვნის სახით, თუ იმდენია, რომ სატვირთო მანქანა არის საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოში მის მოსატანად
იმედინიუსი

ამ 8 დღის განმავლობაში ისინი დარწმუნდნენ, რომ ტყუილების თქმას, ფაქტებით მანიპულირებას აზრი არ აქვს მათთვის და მძიმე თავდაცვის რეჟიმზე გადავიდნენ. ახლა ცდილობენ, რომ სასამართლო სხდომა გადაზარდონ პოლიტიკურ დებატებში, შექმნან შოუ, ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთნი არიან, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

„თითქოს სასამართლოში მათ არ ეძლევათ მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, სხდომის ოქმში დადასტურდესო. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს ერთ საკითხს: ჯერ ამბობდნენ, რომ სარჩელში რა მტკიცებულებებია მითითებული, ვერ გავიგეთო, მერე თქვეს, რომ ეს მტკიცებულებები ვის მიემართება, რომელ ჩვენგანს, ესეც გაუგებარიაო, დღეს გამოვიდნენ და ამბობენ, რომ თურმე იმდენი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, ეს რომ ამოიბეჭდოს, სატვირთო მანქანებით იქნება წარმოსადგენი საკონსტიტუციო სასამართლოშიო - ჩამოყალიბდნენ, სარჩელს მტკიცებულებები ახლავს თუ არ ახლავს. წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთია საგამოძიებო დასკვნის სახით, თუ იმდენია, რომ სატვირთო მანქანა არის საჭირო მის მოსატანად საკონსტიტუციო სასამართლოში. იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი თავის საპირისპირო ჩვენებებს კი აძლევენ.

ცდილობენ საზოგადოებაში ჩამოაყალიბონ აღქმა, რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვანნ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები