პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე 10 საოჯახო-სასტუმრო სახლს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდა, მათ შორის სერვისის, კერძების მომზადებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით.

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ
იმედინიუსი

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ.

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად ესტუმრნენ ტრენერები და შეფ-მზარეულები, რომლებიც სერვირებისა და დასუფთავების სტანდარტების, ავთენტიკური აჭარული კერძების მომზადების, შრომითი უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, განთავსების პორტალების მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების კუთხით ატარებდნენ პერსონალურ ტრენინგებს. სატრენინგო პროგრამაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე 10 საოჯახო-სასტუმრო სახლის მასპინძელი მონაწილეობდა, რომლებმაც სტატუსი მიმდინარე წელს მიიღეს.

პროექტი „კარგი მასპინძელი“ რეგიონში, საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წელს დაიწყო. ჯამში აჭარაში 20-მდე „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფუნქციონირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეომასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს, სერვისის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართვასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

ის ევროპული მოდელის „Good Host-ის“ ანალოგია და მიზნად ისახავს ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმარმასპინძლობის, ავთენტიკური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევები მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები