პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

ქართული ოცნება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სააგენტო „რესი“ „ქართულ ოცნებას“ ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს.

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს
ფორმულა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რესი" აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს.

სააგენტოს მტკიცებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით თბილისი დასავლეთის ზეწოლას უპირისპირდება და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ახერხებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება ევროატლანტიკური წრეების მუქარას არ ემორჩილება და მტკიცედ მიჰყვება მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის პრაგმატულ კურსს, რომლის მიზანიც სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ეროვნული ინტერესების დაცვაა."

სტატიაში მოყვანილია "ქართული ოცნების" პრემიერისა და დეპუტატების ციტატები დასავლურ სანქციებზე და ქვეყნის საგარეო კურსზე.

"აშშ-ისა და ევროკავშირის მტრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს იზოლაციისა და შანტაჟისკენ არის მიმართული, მიზანს ვერ აღწევს. თბილისი აჩვენებს, რომ შეუძლია ეროვნული ინტერესების დაცვა ჩინეთთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების გზით.

პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის სუვერენული განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის და გარე კარნახის მცდელობებს უპერსპექტივოს ხდის", - ნათქვამია სტატიაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიცხინვალში თბილისს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აშშ-ისა და ევროკავშირის მტრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს იზოლაციისა და შანტაჟისკენ არის მიმართული, მიზანს ვერ აღწევს. თბილისი აჩვენებს, რომ შეუძლია ეროვნული ინტერესების დაცვა ჩინეთთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების გზით. პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის სუვერენული განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის და გარე კარნახის მცდელობებს უპერსპექტივოს ხდის“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები