პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება მიუთითებს, რომ პეკინი თბილისს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს.

გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში
იმედინიუსი

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩინეთის ინტერესი, პირველ რიგში, ევროპასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს, შუა დერეფანსა და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძიცაა.

მისი შეფასებით, საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში - არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში.

ჩინეთის ინტერესი პრაგმატულია: ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტები, შუა დერეფანი და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამ თვალსაზრისით, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძია.

ამ პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს რეგიონული ძალთა ბალანსი. სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს კვეთს რუსეთის ისტორიული გავლენა, თურქეთის რეგიონული ინტერესები, დასავლეთის სტრატეგიული ხედვა და ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობა. პეკინის გააქტიურება ამ კონკურენციას ახალ განზომილებას მატებს, მით უფრო, რომ ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა რეგიონული ინტერესების სრულ თანხვედრას არ გულისხმობს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. თბილისი აფართოებს პარტნიორობის გეოგრაფიას, ავითარებს ურთიერთობებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან და მყარად ინარჩუნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას.

მთავარი გეოპოლიტიკური ტენდენცია ნათელია: ჩინეთის გააქტიურება და საქართველოს მულტივექტორული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ძალთა და ინტერესთა ახალ კონფიგურაციას აყალიბებს.

საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში - არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის“, - წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს "სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად" მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში. ჩინეთის ინტერესი პრაგმატულია: ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტები, შუა დერეფანი და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამ თვალსაზრისით, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძია. ამ პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს რეგიონული ძალთა ბალანსი. სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს კვეთს რუსეთის ისტორიული გავლენა, თურქეთის რეგიონული ინტერესები, დასავლეთის სტრატეგიული ხედვა და ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობა. პეკინის გააქტიურება ამ კონკურენციას ახალ განზომილებას მატებს, მით უფრო, რომ ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა რეგიონული ინტერესების სრულ თანხვედრას არ გულისხმობს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. თბილისი აფართოებს პარტნიორობის გეოგრაფიას, ავითარებს ურთიერთობებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან და მყარად ინარჩუნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. მთავარი გეოპოლიტიკური ტენდენცია ნათელია: ჩინეთის გააქტიურება და საქართველოს მულტივექტორული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ძალთა და ინტერესთა ახალ კონფიგურაციას აყალიბებს. საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში - არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის“
„სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“
გია აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და ასევე პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები