პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,მგონია რომ ასეთი რამ ხდება ივანიშვილის რეჟიმს თავს“ – ლევან ღამბაშიძე

ქართული ოცნება

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა ევროინტეგრაციაზე უარის თქმით ამომრჩეველთან კონტრაქტი დაარღვია და ლეგიტიმაცია დაკარგა, რის გამოც რეჟიმის ნორმალიზება ვერასოდეს მოხდება.

,,მგონია რომ ასეთი რამ ხდება ივანიშვილის რეჟიმს თავს“ – ლევან ღამბაშიძე
ალია

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,მგონია რომ ასეთი რამ ხდება ივანიშვილის რეჟიმს თავს:

არსებობს განსხვავება სუვერენულობასა და ლეგიტიმურობას შორის. სუვერენულობა ეხება იმას, თუ ვინ ფლობს ძალაუფლებას პოლიტიკურ ერთობაში, ხოლო ლეგიტიმურობა ეხება იმას, თუ რატომ ფლობს ის ამას.

მაგალითად, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების რაღაც ეტაპზე ძალაუფლებას ფლობდა სამხედრო საბჭო, შესაბამისად ის იყო საქართველოს სუვერენი. თუმცა საბჭოს არ ჰქონდა სხვა ლეგიტიმაცია, გარდა ძალისა, ანუ ის ძალაუფლებას ფლობდა არა იმიტომ, რომ ვინმემ ის აირჩია, არამედ იმიტომ, რომ ის მან ძალით მიითვისა.

ძალიან უხეში იქნება, მაგრამ შეგვიძლია ამ მხრივ გავავლოთ საზღვარი დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროებს შორის(უხეშია, რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს, თუმცა ზოგად თარგად მაინც გამოდგება).

დასავლეთისათვის სუვერენულობის და ლეგიტიმურობის საკითხი ერთი და იგივეა. ხალხი თავად არის სუვერენი, რამდენადაც ის საკუთარ თავს მართავს მის მიერვე სამართლიანი წესებით არჩეული წარმომადგენლების საშუალებით. ეს არის აღწერილი, სხვათა შორის ჩვენს კონსტიტუციაშიც: “სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.” და აქვე, კონსტიტუციაშივე ჩადებულია მუხლი, რომელიც წესით უნდა ზღუდავდეს სუვერენულობას ლეგიტიმაციის გარეშე: “არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება.”

აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნისთვის ლეგიტიმურობა საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი მმართველს სუვერენულობის შენარჩუნება ძალით შეუძლია. ირანი იქნება ეს, რუსეთი თუ ბელორუსი, ყველგან ერთსა და იმავე რამეს ვხედავთ: ხელისუფლების პოლიტიკური ალტერნატივა ფიზიკურად განადგურებულია, ალტერნატიული აზრი ფიზიკურად განადგურებულია, უკმაყოფილო ადამიანებს სისხლში ახრჩობენ, ერთ პიროვნებაზე თუ დაჯგუფებაზეა ჩამოკიდებული მთელი ძალაუფლება. ასეთ სახელმწიფოებში მართავენ არა იმიტომ, რომ ხალხს ასე სურს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ძალა არ აქვს.

ივანიშვილმა 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ღიად გადააგდო საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც ევროინტეგრაციას ჰპირდებოდა და ამის საპირისპიროდ უარი თქვა მასზე, დაარღვია ლეგიტიმურობის პრინციპი, რაც ამომრჩეველსა მმართველს შორის ერთგვარი კონტრაქტის დადებას გულისხმობს. ძალაუფლებას მმართველს ამომრჩეველი იმიტომ კი არ აძლევს, რომ მან რაც მას მოესურვება ის გააკეთოს, არამედ იმისათვის, რომ მან გააკეთოს ის, რაც ამომრჩეველს სურს. ამომრჩეველს ივანიშვილი ევროინტეგრაციას დაჰპირდა, ამომრჩეველმა მას ძალაუფლება მისცა, ივანიშვილმა ევროინტეგრაციაზე უარი თქვა, შესაბამისად მან დაარღვია კონტრაქტი საკუთარ ამომრჩეველთან(იმას რომ თავი დავანებოთ, რომ არჩევნები გააყალბა და კონსტიტუცია დაარღვია).

ამაზე ხალხი გაბრაზდა. და არ დაიჯეროთ, რომ ორი წლის წინ აქციაზე მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერები იდგნენ. ოცნების მხარდამჭერებიც მიხვდნენ, რომ გადააგდეს და ბევრი მათგანი იდგა ქუჩაში იმ დღეებში.

და რა ქნა საპასუხოდ ივანიშვილმა? განაცხადა, რომ ის ძალაუფლებას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებდა. განაცხადა, რომ მისთვის ლეგიტიმაციის საკითხი ნაკლებად მნიშნელოვანი იყო. ის გამოვიდა სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ლეგიტიმური ძალადობის ყველა ჩარჩოდან და საკუთარ მოქალაქეებზე უმოწყალოდ იძალადა.

კი, ძალაუფლება შეინარჩუნა. კი, ქვეყნის სუვერენად დაიმკვიდრა თავი, მაგრამ დააკლდა ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის: ლეგიტიმაცია.

პრინციპში მას მერე ცდილობს ივანიშვილი, რომ რაღაცნაირად ეს ზღვარსგადასული ძალადობა, სუვერენულობის მანიფესტაცია ლეგიტიმურ ჩარჩოებში მოაქციოს და ისე განაგრძოს ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ არ გამოსდის. არც დასავლეთი აღიარებს მას, არც საკუთარი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამიტომ არის რომ დასდევენ ოლეოლას, ამიტომ კრძალავენ პროტესტს, ამიტომ ითხოვენ ყველგან აღიარებას, ამიტომ არიან გამწარებულები დასავლეთზე, მაგრამ არა აღმოსავლეთზე. აღმოასავლეთს ლეგიტიმაციის საკითხი არ ადარდებს. მას აინტერესებს ვინ ფლობს სახელმწიფოში ძალაუფლებას. დასავლეთისთვის კი ამ ძალაუფლების წარმოშობა უმნიშვნელო არ არის.

ერთი საბედისწერო ამბავი ივანიშვილისთვის: არასოდეს არ მოხდება მისი რეჟიმის ნორმალიზება. არასოდეს. შეიძლება ხალხი დადუმდეს, შეიძლება ღიად აღარ გაუწიონ რეჟიმს წინააღმდეგობა, მაგრამ არავინ ამ ქვეყანაში არ აღიარებს რეჟიმს ლეგიტიმურად. ყველამ იცის, რომ ძლაუფლება მიტაცებულია. ყველამ იცის, რომ მხოლოდ ფიზიკურ ძალას უჭირავს გამწარებული ხალხი და არა ნებას, დაემორჩილონ ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

და პარტიების აკრძალვა დაეხმარება ივანიშვილს ლეგიტიმაციაში? ტელევიზიების გაქრობა? უკმაყოფილო ხალხის ემიგრაციაში გადახვეწა? არავითარ შემთხვევაში. ჰიტლერს რომ მოწმენდილი ჰქონდა პოლიტიკური ველი ისე უნდა, მაგრამ დღემდე ადოლფს არ არქმევს არავინ ბავშვს. ამით არის ლეგიტიმაციის გარეშე მხოლოდ სუვერენული ძალაუფლების ფლობა პრობლემური. მისი ხელში ჩაგდება შეიძლება მოგიხერხდეს, მაგრამ შენარჩუნებაა ძნელი. მით უფრო, თუკი მთელს ძალაუფლებას ერთ მოკვდავ კაცზე ჩამოკიდებ.

და როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში დრო ვის მხარეს არის?“

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.“
„არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება.“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, რა ძალისხმევას წევს ივანიშვილი, ქვეყანაში “მშვიდობის” შესანარჩუნებლად?” – ლევან ღამბაშიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები