პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ, სადაც არ ვიქნებით სათანადოდ მიწვეული, დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ იქ საერთოდ არ ვიქნებით წარმოდგენილი - ევროკომისიის დასკვნის შემდეგ რომელ გაფართოების ფორუმზე უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი?!

ქართული ოცნება

ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო არ დაესწრება შეხვედრებს, სადაც სათანადოდ არ მიიწვევენ. მან ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ქვეყნის შეურაცხყოფა, უარგუმენტო და პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.

ირაკლი კირცხალია: პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ, სადაც არ ვიქნებით სათანადოდ მიწვეული, დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ იქ საერთოდ არ ვიქნებით წარმოდგენილი - ევროკომისიის დასკვნის შემდეგ რომელ გაფართოების ფორუმზე უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი?!
იმედინიუსი

პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ, სადაც არ ვიქნებით სათანადოდ მიწვეული, დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ იქ საერთოდ არ ვიქნებით წარმოდგენილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, რომელიც 15-16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმს ეხებოდა, რომელზეც საქართველო არ არის მიწვეული. ასევე, 16 ნოემბერს დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალის საკითხს, სადაც საქართველო მიწვეულია დაბალი რანგის წარმომადგენლობით.

„რომელ გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ვნახეთ, რომელიც კიდევ ერთხელ, შეურაცხყოფა იყო ჩვენი ქვეყნის. ფუნდამენტურ მიმართულებებზეა საუბარი, თუნდაც სასამართლოს ვეტინგზე, თუნდაც იმ საკანონმდებლო ბაზაზეა საუბარი, რომელიც პირდაპირ იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას - გამჭვირვალობის კანონი; ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, იგივე ანტი ე.წ. ლგბტ კანონი; თვითნებურად დაკავებულებზეა საუბარი - ვინ არის თვითნებურად დაკავებული? პოლიციელის დამწველი და კონსტიტუციური შენობების დამწველია თვითნებურად დაკავებული?!“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა უარგუმენტო და პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„ამ დასკვნის შემდეგ რომელ გაფართოების ფორუმზე უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი?!

ვციტირებ პრემიერმინისტრის სიტყვებს - არც ერთ შეხვედრაზე, სადაც არ იქნება საქართველო ღირსეულად წარმოდგენილი და მიპატიჟებული, იქ საქართველო არ დაესწრება“, - აღნიშნა კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რომელ გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ვნახეთ, რომელიც კიდევ ერთხელ, შეურაცხყოფა იყო ჩვენი ქვეყნის. ფუნდამენტურ მიმართულებებზეა საუბარი, თუნდაც სასამართლოს ვეტინგზე, თუნდაც იმ საკანონმდებლო ბაზაზეა საუბარი, რომელიც პირდაპირ იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას - გამჭვირვალობის კანონი; ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, იგივე ანტი ე.წ. ლგბტ კანონი; თვითნებურად დაკავებულებზეა საუბარი - ვინ არის თვითნებურად დაკავებული? პოლიციელის დამწველი და კონსტიტუციური შენობების დამწველია თვითნებურად დაკავებული?!“
„ამ დასკვნის შემდეგ რომელ გაფართოების ფორუმზე უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი?! ვციტირებ პრემიერმინისტრის სიტყვებს - არც ერთ შეხვედრაზე, სადაც არ იქნება საქართველო ღირსეულად წარმოდგენილი და მიპატიჟებული, იქ საქართველო არ დაესწრება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები