პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებზე: ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე

ქართული ოცნება

ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობას უკრძალავენ, მაშინ როცა ევროპელი ლიდერები ჩინეთში რიგში დგანან.

ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებზე: ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე
იმედინიუსი

ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მან ისაუბრა, თუ რატომ არ შეიმჩნია ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციამ. კირცხალია მიიჩნევს, რომ „მათ დავალება შეასრულეს“.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგენტურაზე, რა თქმა უნდა ისინი ასრულებენ დავალებას და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ ეს დავალება მოუვიდათ - არ შევიმჩნიოთ ყველაფერი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოქმედებდნენ და აკეთებდნენ ყოველთვის ისე, რომ როგორმე შეეწყოთ ხელი, თავიანთი პატრონების ჩართულობით, ყველა იმ პროცესისთვის ისე, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში, მოწყვლადს გახდიდა და შემდეგ მარტივი სამართავი და მარტივი ლუკმა გახდებოდა მათივე პატრონებისთვის“, - განაცხადა კირცხალიამ.

მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ მოსდის ევრობიუროკრატებისგან ოპოზიციას მსგავსი დავალებები.

„რატომ მოსდის ეს დავალებები მათ? - იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც შენ გყავს ასეთი პარტნიორი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, მაგრამ ხშირად ბევრი რეალურად ექსპერტი არაერთი წელია უკვე საუბრობს, რომ შეიძლება ჩინეთი განვიხილოთ შეიძლება, მსოფლიოში მეორე ეკონომიკად მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ ჩვენ რაც ოფიციალურად არის, ამ ვერსიას დავეყრდნოთ - კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს, რამდენად არის მეორე ეკონომიკა და რამდენად არ არის რეალურად პირველი ეკონომიკა.

ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, ზოგჯერ ჩინეთში წითელ ხალიჩას არც უშლიან, რომ დადგნენ რიგში და როგორმე შეხვდნენ ამ უძლიერესი, ზე სახელმწიფოს ლიდერებს. მათთვის ეს შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, თურმე, ევრობიუროკრატებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ უნდა ვთანამშრომლობდეთ ჩინეთთან, რაც უსტანდარტობის გამოძახილია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგენტურაზე, რა თქმა უნდა ისინი ასრულებენ დავალებას და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ ეს დავალება მოუვიდათ - არ შევიმჩნიოთ ყველაფერი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოქმედებდნენ და აკეთებდნენ ყოველთვის ისე, რომ როგორმე შეეწყოთ ხელი, თავიანთი პატრონების ჩართულობით, ყველა იმ პროცესისთვის ისე, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში, მოწყვლადს გახდიდა და შემდეგ მარტივი სამართავი და მარტივი ლუკმა გახდებოდა მათივე პატრონებისთვის“
„რატომ მოსდის ეს დავალებები მათ? - იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც შენ გყავს ასეთი პარტნიორი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, მაგრამ ხშირად ბევრი რეალურად ექსპერტი არაერთი წელია უკვე საუბრობს, რომ შეიძლება ჩინეთი განვიხილოთ შეიძლება, მსოფლიოში მეორე ეკონომიკად მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ ჩვენ რაც ოფიციალურად არის, ამ ვერსიას დავეყრდნოთ - კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს, რამდენად არის მეორე ეკონომიკა და რამდენად არ არის რეალურად პირველი ეკონომიკა. ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, ზოგჯერ ჩინეთში წითელ ხალიჩას არც უშლიან, რომ დადგნენ რიგში და როგორმე შეხვდნენ ამ უძლიერესი, ზე სახელმწიფოს ლიდერებს. მათთვის ეს შეიძლება“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე: სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები