პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ის არ იყო მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მეთაური, არამედ მთელი ქართველი ერის მეთაური" - მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არ იყო მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მეთაური, არამედ მთელი ქართველი ერის მეთაური.

"ის არ იყო მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მეთაური, არამედ მთელი ქართველი ერის მეთაური" - მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე
რუსთავი 2

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ შვეიცარიაში ქართველ მრევლს მიმართა, საქართველოს განსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე და მასთან პირად ურთიერთობაზეც ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მეგობრული ურთიერთობა აქვს საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამესთან, რომელიც მალე მსოფლიო საპატრიარქოს ვიზიტით ეწვევა.

"მე პატრიარქ ილიასთან მქონდა როგორც საეკლესიო, ასევე ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის არ იყო მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მეთაური, არამედ მთელი ქართველი ერის მეთაური. მე მის გასვენებაში ვიყავი, გავაცილე იგი მარადიულობისკენ და ჩემთვის ამაღელვებელი სიტყვაც წარმოვთქვი. გისურვებთ, რომ ზეციდან ყველას მისი კურთხევა გვქონდეს. დაე მისი კურთხევა მუდამ საქართველოს ეკლესიასა და ერს თან სდევდეს და მუდამ გქონდეთ მშვიდობა.

ასევე ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და მალე ჩვენს საპატრიარქოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. თქვენ ახლახანს 1700 წლის იუბილე აღნიშნეთ და ჩვენი პატივისცემის ნიშნად ოფიციალური წარმომადგენლობა გამოგიგზავნეთ", - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე პატრიარქ ილიასთან მქონდა როგორც საეკლესიო, ასევე ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის არ იყო მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მეთაური, არამედ მთელი ქართველი ერის მეთაური. მე მის გასვენებაში ვიყავი, გავაცილე იგი მარადიულობისკენ და ჩემთვის ამაღელვებელი სიტყვაც წარმოვთქვი. გისურვებთ, რომ ზეციდან ყველას მისი კურთხევა გვქონდეს. დაე მისი კურთხევა მუდამ საქართველოს ეკლესიასა და ერს თან სდევდეს და მუდამ გქონდეთ მშვიდობა. ასევე ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და მალე ჩვენს საპატრიარქოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. თქვენ ახლახანს 1700 წლის იუბილე აღნიშნეთ და ჩვენი პატივისცემის ნიშნად ოფიციალური წარმომადგენლობა გამოგიგზავნეთ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები