პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ეწვია და მის ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო. შეხვედრაზე კინოსტუდიის მართვისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო
რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად, კინოსტუდია "ქართულ ფილმს" ეწვია. მინისტრი კინოსტუდიის ინფრასტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და სამუშაო პროცესის სპეციფიკას გაეცნო.

კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხათუნა ხუნდაძესა და საბჭოს წევრ მერაბ კოკოჩაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო კინოსტუდიის მართვასა და ინსტიტუციური ფუნქციონირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები.

კულტურის მინისტრმა კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობისა და შესაბამისი საკითხების ერთობლივი განხილვის მზადყოფნა დაუდასტურა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოკულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საქმიანობას ადგილზე გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საქმიანობას ადგილზე გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები