პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს

უნგრეთის ნაკრების ლიდერი დომინიკ სობოსლაი მუხლის ტრავმის გამო შესაძლოა 14 ნოემბერს თბილისში საქართველოსთან გასამართ მატჩს გამოაკლდეს. Liverpool Echo-ს ცნობით, ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რათა დადგინდეს, შეძლებს თუ არა ის მოედანზე გასვლას.

უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
სპორტალი

პრემიერლიგის მეათე ტურში, "კრისტალ პალასთან" ლონდონში მოგებული მატჩის (3:1) 69-ე წუთზე დაშავდა მერსისაიდული გუნდის შემტევი დომინიკ სობოსლაი და შეცვალეს.

Liverpool Echo-ს ცნობით, სობოსლაიმ ისევ მუხლის ტრავმა მიიღო და როგორც "წითლების" მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ თქვა, არაა გამორიცხული უნგრეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში ვერ დაეხმაროს.

ერთი რამ ცხადია, "ლივერპულს" სურს სობოსლაიმ დაისვენოს და ტრავმის გართულებას თავი აარიდოს.

სობოსლაის სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა 14 ნოემბერს თბილისში თამაშს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები