ინკოგნიტო ბარათები აზარტული თამაშებისთვის - სათამაშო ბიზნესმა ალტერნატიული ე.წ საგადასახადო სისტემა დანერგა
სათამაშო ბიზნესმა საბანკო მონიტორინგის გვერდის ავლით ინკოგნიტო ბარათები დანერგა, რომლითაც მოთამაშეების იდენტიფიცირება არ ხდება, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ფაქტების წარმოდგენის შემთხვევაში საკითხს შეისწავლიან.
ინკოგნიტო ბარათები აზარტული თამაშებისთვის - დგინდება, რომ სათამაშო ბიზნესმა, ბანკების გვერდის ავლით, ალტერნატიული ე.წ საგადასახადო სისტემა დანერგა, სადაც ფეიბოქსების მეშვეობით ნაღდი ფულის მოძრაობა საბანკო მონიტორინგის გარეშე ხორციელდება.
ე.წ ინკოგნიტო ბარათებს თავად სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ამზადებენ და მომხმარებლებს გადასცემენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მფლობელის მონაცემები საიდუმლოდ ინახება და ანუ ხალხს თამაშს უმარტივებენ.
ექსპეტები ამბობენ, რომ ინკოგნიტო ბარათების შესახებ ინფორმაცია აქვს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს, თუმცა ამაზე არავინ რეაგირებს.
კვლავ არსებობს ინკოგნიტო ბარათები, ანუ საბანკო სისტემის გვერდის ავლით, ხდება ამ ინკოგნიტო ბარათების გამოყენება. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თავის დროზე. არცერთი ბანკის კუთვნილება არ არის ეს ბარათი, პირადად ამ ადამიანის კუთვნილებაა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით შეუძლია ამ ბარათით შეიტანოს და გამოიტანოს თანხები. ჩვენ სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან, ყოველთვის ამ პრობლემებს ვეუბნებით ხოლმე, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო არის ერთი ნაწილი ამ სისტემაში. ეროვნული ბანკთან ადრე, როცა კანონპროექტზე ვმუშაობდით მაშინ, მას შემდეგ ერთი შეხვედრა იყო, იქაც იყო დაპირებები და რეალურად არაფერი განხორციელებულა, - ამბობს ექსპერტი.
თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ იცის, რაზე საუბარი და თუ რამე კონკრეტული ფაქტები არსებობს, მიაწოდონ და შეისწავლიან.
სათამაშო ბიზნესის კონტროლი საკმაოდ მკაცრადაა ქვეყანაში, შესაბამისი უწყებები არიან და ვფიქრობ, გაგცემენ პასუხებს, - უთხრა “პირველებს“ ნათია თურნავამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…