სააკაშვილსაც არ უქნია ეგეთი რამე, რომ პატიმრისთვის შვილებთან შეხვედრა შეეზღუდა - ღარიბაშვილის ადვოკატი
ლალი აფციაურის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან შეხვედრას უზღუდავენ, რასაც ადვოკატი შურისძიებად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ სააკაშვილსაც არ გაუკეთებია.
სააკაშვილსაც არ უქნია ეგეთი რამე, რომ პატიმრისთვის შვილებთან შეხვედრა შეეზღუდა - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირად ცდილობენ, რომ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს შეზღუდვები დაუწესონ.
წარმოუდგენელ რაღაცასთან გვაქ საქმე, მე არ მახსენდება, მგონი სააკაშვილსაც არ უქნია ეგეთი რამე, რომ პატიმრისთვის შვილებთან შეხვედრა შეეზღუდა. ახლა ირაკლი ღარიბაშვილია და ამას ვფიქრობ.მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდვები დაუწესონ, მაგრამ ეს ძალიან დაბალი ზღვარია. ძალიან დაბალი დონეა. მე არ ვიცი როგორ გინდა შეაფასო ამათი მოქმედება. შეფასების უნარიც არა მაქვს ამ საკითხთან იმდენად არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებენ. ვერანაირად ვერ დასაბუთდება და ვერც გამართლდება.
წარმოუდგენელ რაღაცასთან გვაქვს ადგილი, სხვა რა შეფასება უნდა მისცე ამას? მე ვფიქრობ, რომ ბუმერანგი კი იციან რა არის. ხო და ზუსტად ვიცი, რომ ცალი ფეხი ნახევარზე მეტს ციხეში უდგას. ასეთი შურისძიება, რა დაუშავა ასეთი, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რა დაუშავა ასეთი, ვერანაირი საფუძველს ვერ ვუძებნი. ერთადერთი შურისძიება, სხვა რა ჰქვია ამას, "- თქვა აფციაურმა.
რამდენიმე საათია ღარიბაშვილის სანახავდ მისი ადვოკატია შესული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…