პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა, შუა დერეფნის პროექტი და გამჭვირვალობის კანონმდებლობაში საქართველოს გამოცდილება განიხილეს.

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
POSTV

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს.

მხარეებმა აღნიშნეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ჩეხური მხარის მზაობა, წარმართოს დიალოგი ქართულ მხარესთან.

შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები. მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მზაობა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას, რასაც ჩეხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის მნიშვნელობას უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ჩეხურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს გამოცდილების მიმართ გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიმართულებით.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ტომიო ოკამურას შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: დღეს ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის პარლამენტში, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. მთავარი დასკვნა ჩვენი საუბრის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები