თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ჩაცხრება, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს - ამბობს თურნავა
ნათია თურნავას განცხადებით, ფასების ზრდა ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს უკავშირდება და თუ კონფლიქტი ჩაცხრება, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, თუმცა რისკები კვლავ მწვავე რჩება.

ფასების ზრდას ნათია თურნავა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5,4% იქნება, ხოლო 2027 წელს საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოვა 3,5%-მდე სხვა თანაბარ პირობებში"- ასეთია ნათია თურნავას პროგნოზი.
„ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ენერგორესურსების ფასებზე. თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია, საშუალოდ, 5,4% იქნება, ხოლო 2027 წელს საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოვა 3,5%-მდე სხვა თანაბარ პირობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან დონეს დაუახლოვდება, თუმცა ეს პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება, რაც ჩვენს კონტროლს მიღმა ფაქტორია, მაგრამ ჩვენი ცენტრალური პროგნოზი ამაზეა დაყრდნობილი. ამ მიმართებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და რისკები მწვავე რჩება.
რაც შეეხება ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას, რა პასუხი გვაქვს ჩვენ ამ გამოწვევების მიმართ, გარე შოკებისა და მეორე რაუნდის ეფექტების რისკების გათვალისწინებით, ჩვენ პრევენციულად ვიმოქმედეთ 2026 წლის მაისში და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გავამკაცრეთ 0,25 პუნქტით, დღესდღეობით ეს არის 8,25% და ამ განაკვეთს დღემდე უცვლელად ვინარჩუნებთ. ჩვენი მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, ამიტომ ჩვენ თანაბრად მზად ვართ, რომ გამკაცრებისკენ ვიაროთ, თუკი დავინახეთ გამძაფრება გარე შოკების და ე.წ მეორე რაუნდის ეფექტების განვითარების. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი ცენტრალური სცენარის მიხედვით, ეს გარე ფაქტორები მიილევა, დავიწყოთ ეტაპობრივი შემსუბუქებას. დღესდღეობით ჩვენ ამ კუთხით ძალიან ყურადღებით ვართ, შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ვინარჩუნებთ და ვაკვირდებით განვითარებას, პირველ რიგში, გარე მოვლენებისა და გარე შოკებისა“, - განაცხადა თურნავამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიანათია თურნავა - თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს - ჩვენ თანაბრად მზად ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა და როცა გარე ფაქტორები მიილევა, დავიწყოთ შემსუბუქება
ნათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება
ციტატები სტატიიდან
„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5,4% იქნება, ხოლო 2027 წელს საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოვა 3,5%-მდე სხვა თანაბარ პირობებში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…