საქართველოდან სომხეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან სომხეთში 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.
უწყების განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის შემდგომაც 2026 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ.
„ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასაქართველოდან სომხეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
ციტატები სტატიიდან
„ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…