როდის გამოიდარებს ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა, ქარი და 4-5-ბალიანი შტორმი, თუმცა 10 და 11 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, ღამით ზოგან ძლიერი, გორაკბორცვიან ადგილებში ზოგან ნალექი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: -2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 4-5 ბალი.
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 11 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…