პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მასთან საუბრის შესაძლებლობას არ გავექცევი" - გერმანიის კანცლერის განცხადებით, პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ ის "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება.

"მასთან საუბრის შესაძლებლობას არ გავექცევი" - გერმანიის კანცლერის განცხადებით, პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ ის "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება
რუსთავი 2

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" (G20) სამიტს დაესწრება. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მერცმა გერმანიის ქალაქ ჰაგენში მოქალაქეებთან გამართული საჯარო დიალოგის დროს განაცხადა.

თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ამ შეხვედრაში მონაწილეობას.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დეკემბერში პუტინს შეხვდეს, მერცმა უპასუხა, რომ ასეთ დიალოგისთვის მზად არის.

"მასპინძელ მხარეს ყოველთვის აქვს უფლება, დამატებით მოიწვიოს სხვა ქვეყნების მეთაურები და მთავრობების ხელმძღვანელები. რამდენადაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, ტრამპმა პუტინი მიიწვია. თუ ის იქ იქნება, მასთან საუბრის შესაძლებლობას არ გავექცევი“, - განაცხადა მერცმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომერცმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტს დაესწრება
  2. POSTVსამთავრობომერცი მაიამიში დაგეგმილი G20-ის სამიტის შესახებ: „მასპინძელ მხარეს ყოველთვის აქვს უფლება, მოიწვიოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტრამპმა პუტინი მოიწვია. თუ ის იქ იქნება, ხელიდან არ გავუშვებ შესაძლებლობას, მასთან საუბარი გავმართო“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მერცი მაიამიში დაგეგმილი G20-ის სამიტის შესახებ: „მასპინძელ მხარეს ყოველთვის აქვს უფლება, მოიწვიოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტრამპმა პუტინი მოიწვია. თუ ის იქ იქნება, ხელიდან არ გავუშვებ შესაძლებლობას, მასთან საუბარი გავმართო“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები