ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილის საქმეზე მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს, თუმცა გამოძიებას ჯერ არ მიუმართავს. პროკურატურა ეროვნული ბანკის ყოფილი წევრის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას იძიებს.

9 ნოემბერს, - გამოძიების დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, - ნათია თურნავა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, - რაც რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა, - და თქვა:
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ თუკი ვინმე არის დაინტერესებული იმით, რომ დროულად გაირკვეს სიმართლე, ეს არის, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი, ჩვენი ბორდი და პირადად მე იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაციული სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა მან.
„ჯერჯერობით არ მოუმართავთ“
„როგორც კი ხელთ მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში, სადაც აღიძრა საქმე. ეს გავაკეთეთ ბევრად ადრე, ვიდრე ეს ფაქტები საჯარო გახდებოდა“, - თქვა ნათია თურნავამ.
„თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება. ჯერჯერობით არ მოუმართავთ“, - განაცხადა სების პრეზიდენტმა.
რადიო თავისუფლების გამოძიება
რადიო თავისუფლებამ 2026 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება სათაურით: „ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა“.
გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის, „ბიტექსჩეინჯის“, ბიზნესის წილს ითხოვდა. კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა კომპანია 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა შესაბამისი აუდიოჩანაწერიც, - რაც „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელმა დავით ორჯონიკიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით 2024 წლის ივლისში ფარულად ჩაიწერა.
გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ ნანა ყეინიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს ტოვებს: „ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - დაწერა მან ფეისბუკზე 17 ოქტომბერს.
ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს: „კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს“, - დაწერა მან 17 ოქტომბერს ფეისბუკზე.
გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ბიზნესებს, რაც ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.
9 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.
იმავე დღეს ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ გამოძიების დასრულებამდე ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაროგორც კი მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, ჩვენი ინიციატივით გავუგზავნეთ გამოძიებას | ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე - თუ საჭირო იქნება დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ - პირადად მეც ყველა კითხვას გავცემ პასუხს
მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს- ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზე საუბრობს
ციტატები სტატიიდან
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ თუკი ვინმე არის დაინტერესებული იმით, რომ დროულად გაირკვეს სიმართლე, ეს არის, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი, ჩვენი ბორდი და პირადად მე იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაციული სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი“
„როგორც კი ხელთ მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში, სადაც აღიძრა საქმე. ეს გავაკეთეთ ბევრად ადრე, ვიდრე ეს ფაქტები საჯარო გახდებოდა“
„თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება. ჯერჯერობით არ მოუმართავთ“
„კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…