პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს- ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზე საუბრობს

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პროკურატურა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისა და კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის, თუმცა საგამოძიებო უწყებებს მისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს- ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზე საუბრობს
TV პირველი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო ჩართულობის შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"თუ საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ" - უთხრა მედიას თურნავამ.

მისი თქმით, თავადაც მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი, თუ ასეთი იქნება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებებს მისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

“რაც შეეხება ჩვენი ბორდის აწ უკვე ყოფილი წევრის, ქალბატონ ნანა ყეინიშვილის საქმეს - რა თქმა უნდა, საკმაოდ სამწუხარო ფაქტია. მინდა დაგიდასტუროთ, რომ თუკი ვინმე არის დაინტერესებული იმით, რომ დროულად გაირკვეს სიმართლე, ეს არის, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი, ჩვენი ბორდი და პირადად მე, იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაციული სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი. როგორც კი ხელთ მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში, სადაც აღიძრა საქმე. ეს გავაკეთეთ ბევრად ადრე, ვიდრე ეს ფაქტები საჯარო გახდებოდა. ამაშიც გამოიხატება ჩვენი ძლიერი ინტერესი. თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება. ჯერჯერობით არ მოუმართავთ,” - განაცხადა თურნავამ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ განაცხადა.

საქმე კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებს უკავშირდება. „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანიის წარმომადგენლებს ბიზნესში წილს სთხოვს, სანაცვლოდ კი მფარველობასა და საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას ჰპირდება. ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობა სახელმწიფოს ინტერესებისა და ეროვნული ბანკის რეპუტაციის დაცვის მიზნით დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიროგორც კი მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, ჩვენი ინიციატივით გავუგზავნეთ გამოძიებას | ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე - თუ საჭირო იქნება დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ - პირადად მეც ყველა კითხვას გავცემ პასუხს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როგორც კი მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, ჩვენი ინიციატივით გავუგზავნეთ გამოძიებას | ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები