ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს
ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია, მერიაში კი აცხადებენ, რომ ცენტრალური გზების გაწმენდა უკვე დაწყებულია.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში უკვე ჩამოთოვა.
„ბათუმელებს“ დღეს, 9 ნოემბერს, ხულოს მერიაში უთხრეს, რომ თოვლის საფარის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 20-30 სანტიმეტრია, დაბალ ზონაში კი – 10-15 სმ.
„ჯერ არ არის იმხელა თოვლი, რომ გზებს გაწმენდა დასჭირდეს, მაგრამ ცენტრალური გზების გაწმენდა უკვე დაწყებულია“- გვითხრეს ხულოს მერიაში.
გასულ კვირებში ხულოს მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ შეშისთვის ბილეთების დაგვიანებით გაცემის გამო ბევრი ვერ ასწრებდა შეშის დროულად მოტანას.
მერიაში ვიკითხეთ, ხომ არ აქვთ მონაცემები იმ ოჯახების შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, ვერ მოასწრეს შეშის მოტანა უსახსრობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. მერიაში გვითხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
„სკოლები უზრუნველყოფილია შეშით, ვისაც შეშაზე აქვს გათბობა ან დიზელზე, გათბობის სისტემები ჩართულია და სკოლებში პრობლემა არ გვაქვს“- გვითხრეს ხულოს მერიაში.
ამინდი აჭარაში რამდენიმე დღეა, რაც გაუარესდა. ძლიერი წვიმაა დაბლობშიც.
ციტატები სტატიიდან
„ჯერ არ არის იმხელა თოვლი, რომ გზებს გაწმენდა დასჭირდეს, მაგრამ ცენტრალური გზების გაწმენდა უკვე დაწყებულია“
„სკოლები უზრუნველყოფილია შეშით, ვისაც შეშაზე აქვს გათბობა ან დიზელზე, გათბობის სისტემები ჩართულია და სკოლებში პრობლემა არ გვაქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…