ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს - ალუდა ღუდუშაური
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად პრაღაში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ნაბიჯებს ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დღეიდან იწყება. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად პრაღაში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას განამტკიცებს.
"ესაა ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. რაც ყველაზე მთავარია, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, მეტად მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა და მჭიდრო კონტაქტების კიდევ უფრო გაძლიერება, როგორიც ჩეხეთია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი დიდ შედეგებს მოიტანს. შეხვედრაზე ხაზი გაესმება, ასე ვთქვათ, იმ მიმართულებას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ასევე, ხაზი გაესმება იმ მიდგომას, რომ სამართლიანი თამაშის წესები იყოს. ბუნებრივია, იმ მთელი რიგ ასპექტებს, რომელსაც პროგრესის სახით ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და ჩვენ ვართ მოწინავეები, ჩვენ ნამდვილად ხაზს გავუსვამთ იმას, რომ იყოს სამართლიანი მიდგომა, საერთო თამაშის წესები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩეხეთის მხრიდან ამას საჭირო და ადეკვატური მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაალუდა ღუდუშაური – ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტების გაძლიერება ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩეხეთია
ალუდა ღუდუშაური: ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს. მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა და მჭიდრო კონტაქტების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, როგორიც ჩეხეთია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…