პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთავში, ბავშვთა რაგბის აკადემიის მწვრთნელები, კვალიფიკაციას იმაღლებენ და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილებას იზიარებენ

რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემია „რუსთაველის“ გახსნამდე მწვრთნელები კვალიფიკაციას იმაღლებენ, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების სწავლას რუსთავის მერია დააფინანსებს.

რუსთავში, ბავშვთა რაგბის აკადემია "რუსთაველის" გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ბოლო ეტაპის დასრულებამდე, აკადემიის მწვრთნელები, კვალიფიკაციას იმაღლებენ და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილებას იზიარებენ.

საფრანგეთის რაგბის ბავშვთა აკადემია "ნიცას" წარმომადგენლებმა "რუსთაველის" მწვრთნელებისთვის სპეციალური სემინარი ჩაატარეს და სარაგბო ბაზა დაათვალიერეს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი ბავშვების აკადემიაში სწავლას, რუსთავის მერია, სპეციალური სტიპენდიით დააფინანსებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული ქალაქის მშენებლობა იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები