გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას შვილამდე მისასვლელ გზას უregionეტავენ, თუმცა სიმართლის გარკვევის იმედი აქვს.

გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს.
გიფიქრიათ, რა გამოვიარე ეს 12 წელი? სარკეში რომ ჩაგიხედავთ, თქვენ თავთან კითხვა არ დაგისვამთ, ნეტა სოფო რა დღეშია? 12 წლის მანძილზე რამდენჯერ მოვკვდი, რამდენჯერ დავეცი…
ახლა ვიბრძვი, გურიმდე მისასვლელ გზასაც მიკეტავთ, ხომ? დადგება ის დრო, როცა სიმართლე გაირკვევა და მერე მეც დამაბრალეთ, მეც და გურიასაც ათასი რამე. არ გრცხვენიათ? თქვენ ჩემსავით არ გამწარებულხართ და ვერ გრძნობთ, რა გამოვიარე,“ – წერს სოფო ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე, ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…