ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და დაკავების 56 ფაქტი გამოვლინდა | ეროვნული სატყეო სააგენტო
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 3 სახელმწიფო ტყის თვითნებურ დაკავებას ეხება.

მიმდინარე წლის ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 53 ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტია.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სამართალდარღვევის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 53 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებიდან 19 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 ქვემო ქართლში, 8 სამცხე-ჯავახეთში, 6 გურიაში, 5 იმერეთში, 3 შიდა ქართლში, 2 მცხეთა-მთიანეთში და 1 კახეთში გამოვლინდა.
ამასთან, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი დაფიქსირდა.
„მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 561 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებითაც აღჭურვილია რეგიონული სატყეო სამსახურები. მათი გამოყენება მონიტორინგის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას უწყობს ხელს. ეროვნული სატყეო სააგენტო, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბენაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…