პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 53 უკანონო ხე-ტყის ჭრასა და ტრანსპორტირებას ეხება, ამოღებულია 53 კუბურ მეტრამდე მერქანი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს
იმედინიუსი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 53 ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტია.

ქვეყნის მასშტაბით, სამართალდარღვევის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 53 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებიდან 19 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 ქვემო ქართლში, 8 სამცხე-ჯავახეთში, 6 გურიაში, 5 იმერეთში, 3 შიდა ქართლში, 2 მცხეთა-მთიანეთში და 1 კახეთში გამოვლინდა.

ამასთან, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი დაფიქსირდა.

„მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 561 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებითაც აღჭურვილია რეგიონული სატყეო სამსახურები. მათი გამოყენება მონიტორინგის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას უწყობს ხელს. ეროვნული სატყეო სააგენტო, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბენაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიოქტომბერში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და დაკავების 56 ფაქტი გამოვლინდა | ეროვნული სატყეო სააგენტო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 561 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებითაც აღჭურვილია რეგიონული სატყეო სამსახურები. მათი გამოყენება მონიტორინგის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას უწყობს ხელს. ეროვნული სატყეო სააგენტო, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“
ირაკლი ბენაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და დაკავების 56 ფაქტი გამოვლინდა | ეროვნული სატყეო სააგენტოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები