ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თორნიკე ჭეიშვილი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზე: ეს ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობისთვის", მისი ანასხლეტებისთვის თუ აქტივისტებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს ადამიანის ღირსებას

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა დარინა მიქელაძემ სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები დისკრიმინაციული პოსტით დასცინა, რასაც საზოგადოებისა და მმართველი გუნდის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ადასტურებს "ნაცმოძრაობისა" და მათი აქტივისტებისთვის ადამიანის ღირსების არქონას.

თორნიკე ჭეიშვილი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზე: ეს ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობისთვის", მისი ანასხლეტებისთვის თუ აქტივისტებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს ადამიანის ღირსებას
თორნიკე ჭეიშვილი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზე: ეს ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობისთვის", მისი ანასხლეტებისთვის თუ აქტივისტებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს ადამიანის ღირსებასრუსთავი 2

საზოგადოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ გმობს, მათი აქტივისტის დისკრიმინაციულ პოსტს, რომლითაც დარინა მიქელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს დასცინა.

"მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები გაიზარდნენ ბოლოს?" - დაწერა მიქელაძემ სოციალურ ქსელში.

ამ არაეთიკური განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსა.

მომხდარს საზოგადოებისა და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ოჯახების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ამბობენ, რომ მსგავსი ტერმინოლოგია ბავშვების ღირსებას ლახავს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა წამალმა კი, მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

აქტივისტის დისკრიმინაციულ განცხადებას ამორალურს უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბულინგის გზით პოლიტიკური ქულების მოპოვების ნებისმიერი მცდელობა მორალურ ზღვარს სცდება.

საკითხს აფასებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" და მათი მხარდამჭერებისთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ფასი არ აქვს.

"ეს განცხადება ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობისთვის", მისი ანასხლეტებისთვის, წარმომადგენლებისთვის, თუ აქტივისტებისთვის არავითარი ღირებულება არ გააჩნია ადამიანს, ადამიანის ღირსებას. ადამიანის ჯანმრთელობა მათთვის შეიძლება გახდეს საქილიკო საგანი. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მათ მსგავს დამოკიდებულებას ვხედავთ. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან ასეთი ტიპის ამორალური და ფსკერს მიღმა გაკეთებული განცხადებებით, დამოკიდებულებით კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფებისადმი.

ჩვენი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საზოგადოების იმედი გვაქვს ამაში, რომ ასეთი ტიპის ძალას არასდროს აღარ მიეცეს შესაძლებლობა, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, იმიტომ, რომ შედეგები, ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივად გამოსაცნობია, რა შეიძლება იყოს. ჩვენ ეს გვინახავს "ნაცმოძრაობის" ბარბაროსული რეჟიმის პირობებში, როდესაც ისინი 9 წლის განმავლობაში სწორედ ასეთი ტიპის ამორალური, არაადამიანური, სტანდარტებით მართავდნენ სახელმწიფოს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბარბაროსული რეჟიმის პირობებში, როდესაც ისინი 9 წლის განმავლობაში სწორედ ასეთი ტიპის ამორალური, არაადამიანური, სტანდარტებით მართავდნენ სახელმწიფოს“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.