საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რაზეც გამოძიება 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-344-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…