"გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი" - გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებასა და ბიუჯეტის მიზნობრიობის ეჭვქვეშ დაყენებაზე კომენტარი გააკეთა. ვოლსკის განცხადებით, ეს არის ოჯახებზე ფსიქოლოგიური შეტევა და დაპირისპირების შექმნის მიზანმიმართული მცდელობა.

დაპირისპირების გამწვავებისა და პოლიტიკური ქულების მოპოვების ამორალური მცდელობა - ასე ეხმაურება "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას.
"პერიოდულად, ცალკეული ადამიანების მხრიდანაც და პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებშიც ვკითხულობთ მათ რეალურ დამოკიდებულებას იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და თვითონ შინაარსი და ხასიათი ამ პოლიტიკური ძალისა, კოლექტიური "ნაცმოძრაობისა," გამოიკვეთება ხშირ შემთხვევაში.
რეალურად მათ ოჯახებზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევა, გამოხატავს არა მარტო შინაარსს ამ ხალხის, ვინც ამ პოლიტიკურ ძალასთან არის ასოცირებული, არამედ გარკვეული დაძაბულობის და გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობას. ეს არ არის შემთხვევითი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დარინა მიქელაძემ დაავადებული ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია არაერთხელ გამოიყენა და მათი მკურნალობისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრიობაც ეჭვქვეშ დააყენა - მის ამ ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" მისი აქტივისტის განცხადებები ამ დრომდე არ გაუკრიტიკებია.
ციტატები სტატიიდან
„გამოიკვეთება ხშირ შემთხვევაში. რეალურად მათ ოჯახებზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევა, გამოხატავს არა მარტო შინაარსს ამ ხალხის, ვინც ამ პოლიტიკურ ძალასთან არის ასოცირებული, არამედ გარკვეული დაძაბულობის და გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობას. ეს არ არის შემთხვევითი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…