ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი შვილები ამ მტკივნეული ფრაზით მოიხსენია, ახლა პირად შეტყობინებებში გვაყენებს შეურაცხყოფას - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზე

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა დარინა მიქელაძემ სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები დისკრიმინაციული ფრაზით მოიხსენა და სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების დაფინანსება გააპროტესტა. განცხადებას საზოგადოებისა და ბავშვების მშობლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მშობელი მაია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ აქტივისტი მათ პირად შეტყობინებებშიც შეურაცხყოფას აყენებს, ხოლო დაფინანსებულმა მედიკამენტებმა ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი შვილები ამ მტკივნეული ფრაზით მოიხსენია, ახლა პირად შეტყობინებებში გვაყენებს შეურაცხყოფას - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზე
ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი შვილები ამ მტკივნეული ფრაზით მოიხსენია, ახლა პირად შეტყობინებებში გვაყენებს შეურაცხყოფას - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზერუსთავი 2

საზოგადოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ გმობს, მათი აქტივისტის დისკრიმინაციულ პოსტს, რომლითაც დარინა მიქელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს დასცინა.

"მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები გაიზარდნენ ბოლოს?" - დაწერა მიქელაძემ სოციალურ ქსელში.

ამ არაეთიკური განცხადებით მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსა.

მომხდარს საზოგადოებისა და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ოჯახების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ამბობენ, რომ მსგავსი ტერმინოლოგია ბავშვების ღირსებას ლახავს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა წამალმა კი, მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

"გუშინდელი ამბის მერე, ძალიან განერვიულებულები ვართ თითოეული მშობელი. არ ვიცი, ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ადამიანს. არის ძალიან გაბოროტებული.

ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი შვილები მოიხსენია ამ მტკივნეული ფრაზით. ახლა გვებრძვის, არ ჩერდება, პირად შეტყობინებებში გვაყენებს შეურაცხყოფას.

ჩვენს შვილებს აქვთ არაჩვეულებრივი შედეგი. თითოეულ ბავშვს, არ არსებობს არცერთი პაციენტი, რომელმაც საუკეთესო მაჩვენებელი არ აჩვენა, როგორც ზრდის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივ", - განაცხადა მაია ბეგიაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გუშინდელი ამბის მერე, ძალიან განერვიულებულები ვართ თითოეული მშობელი. არ ვიცი, ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ადამიანს. არის ძალიან გაბოროტებული. ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი შვილები მოიხსენია ამ მტკივნეული ფრაზით. ახლა გვებრძვის, არ ჩერდება, პირად შეტყობინებებში გვაყენებს შეურაცხყოფას. ჩვენს შვილებს აქვთ არაჩვეულებრივი შედეგი. თითოეულ ბავშვს, არ არსებობს არცერთი პაციენტი, რომელმაც საუკეთესო მაჩვენებელი არ აჩვენა, როგორც ზრდის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივ“
მაია ბეგიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თორნიკე ჭეიშვილი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზე: ეს ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობისთვის", მისი ანასხლეტებისთვის თუ აქტივისტებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს ადამიანის ღირსებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები