პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა

საქართველოს მთავრობა

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველსაყოფად, სკოლებსა და კოლეჯებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა, რომლებსაც შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ გადასცემენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა
იმედინიუსი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა. კერძოდ, სივრცეები გამოიყოფა „საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დასაწყობების, რეალიზაციისა და „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის გადაცემის მიზნით”.

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საჯარო სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უფლება მიეცათ, თავიანთ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გადასცენ შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. ამასთანავე, დადგენილებით შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ უფლება ეძლევა, აღნიშნულ სივრცეებში განათავსოს საინფორმაციო ბანერები და საბანკო გადახდის ტერმინალები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურისაჯარო სკოლებში ფორმების დასარიგებლად ფართები გამოიყოფა, სადაც საბანკო ტერმინალებიც განთავსდება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის მიზნით სკოლებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან კი მისი შეძენა მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები