დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან გახდება შესაძლებელი. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 83 სარეალიზაციო პუნქტი იმუშავებს, პროდუქციის შეძენა კი ონლაინაც იქნება შესაძლებელი.

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ შპს საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, formebi.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალს აქვეყნებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რეალიზაციის 83 პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…