პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია

უკრაინელი ჟურნალისტი იანინა სოკოლოვსკაია აცხადებს, რომ კიევთან სარდაფში 18 გამომწყვდეული ადამიანი იპოვეს, ქვეყანაში სრული განუკითხაობაა და პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების ჩატარების ეშინია.

უკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია
იმედინიუსი

ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია, - განუცხადა „იმედის კვირას" უკრაინელმა ჟურნალისტმა იანინა სოკოლოვსკაიამ კიევთან ახლოს აღმოჩენილი სახლის შესახებ, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

მისივე თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების ჩატარების ეშინია.

„ბუდანოვმა განაცხადა, რომ მსგავსი შენობები უკრაინაში მრავლად არის და ამ განცხადებამ მე დამთრგუნა. ახლა ნათელია, რომ უკრაინაში სრული განუკითხაობაა, კანონები არ მოქმედებს, მხოლოდ ომია გარშემო.

ეროვნულმა გვარდიამ კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში ეს შენობა გაურკვეველი გზით გადაიბარა. ამ შენობაში დიდი სარდაფია გაშენებული, მიწის ქვეშ ორ სართულზე. ამ სარდაფში კი გამომწყვდეული ჰყავთ 18 ადამიანი. არავინ იცის, თუ რა კანონის საფუძველზე იყვნენ ეს ადამიანები პატიმრობაში. ოთხი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. შენობაში მიაგნეს 14 წლის ბავშვსაც.

ზელენსკის არჩევნების ჩატარება არ სურს, მას ეშინია. არჩევნების ჩატარებისკენ კი მას ტრამპი მოუწოდებს და არა მარტო. არჩევნების ჩატარება სურს უკრაინელ ერსაც. ასე გაგრძელება როდემდე შეიძლება? უკრაინელთა მოთხოვნა კი, რომ არჩევნები ჩატარდეს, ზელენსკიმ რუსულ დეზინფორმაციად შერაცხა. არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. კენჭისყრის გარეშე ამდენი ხნით ძალაუფლების ფლობა არც ერთი უკრაინული კანონით გათვალისწინებული არ გახლავთ“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბუდანოვმა განაცხადა, რომ მსგავსი შენობები უკრაინაში მრავლად არის და ამ განცხადებამ მე დამთრგუნა. ახლა ნათელია, რომ უკრაინაში სრული განუკითხაობაა, კანონები არ მოქმედებს, მხოლოდ ომია გარშემო. ეროვნულმა გვარდიამ კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში ეს შენობა გაურკვეველი გზით გადაიბარა. ამ შენობაში დიდი სარდაფია გაშენებული, მიწის ქვეშ ორ სართულზე. ამ სარდაფში კი გამომწყვდეული ჰყავთ 18 ადამიანი. არავინ იცის, თუ რა კანონის საფუძველზე იყვნენ ეს ადამიანები პატიმრობაში. ოთხი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. შენობაში მიაგნეს 14 წლის ბავშვსაც. ზელენსკის არჩევნების ჩატარება არ სურს, მას ეშინია. არჩევნების ჩატარებისკენ კი მას ტრამპი მოუწოდებს და არა მარტო. არჩევნების ჩატარება სურს უკრაინელ ერსაც. ასე გაგრძელება როდემდე შეიძლება? უკრაინელთა მოთხოვნა კი, რომ არჩევნები ჩატარდეს, ზელენსკიმ რუსულ დეზინფორმაციად შერაცხა. არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. კენჭისყრის გარეშე ამდენი ხნით ძალაუფლების ფლობა არც ერთი უკრაინული კანონით გათვალისწინებული არ გახლავთ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტყვეები საკუთარ სამშობლოში - შოკისმომგვრელი კადრები უკრაინიდან. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები