დიანა პანჩენკო: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ კიევში, საწამებელი კამერების რიცხვი სულ მცირე 15 - ია. ასეთი ადგილები მოწყობილია უკრაინის სხვა ქალაქებშიც. უკრაინაში ადამიანს საკუთარი სიცოცხლე აღარ ეკუთვნის
დიანა პანჩენკო აცხადებს, რომ მხოლოდ კიევში სულ მცირე 15 საწამებელი კამერაა მოწყობილი, ხოლო მოქალაქეებს ფრონტზე წასაყვანად ქუჩებსა და სახლებში იტაცებენ და წამების სისტემაში ყრიან.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ კიევში, საწამებელი კამერების რიცხვი სულ მცირე 15 - ია. ასეთი ადგილები მოწყობილია უკრაინის სხვა ქალაქებშიც. ჩვენ ამ მისამართებს ადგილობრივი მოსახლეობა გვაწვდის. უნდა ითქვას, რომ უკრაინაში ადამიანთა წამება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიანა პანჩენკომ, უკრაინაში მიმდინარე წამების ფაქტებზე საუბრისას.
მისივე თქმით, უკრაინაში ადამიანს საკუთარი სიცოცხლე აღარ ეკუთვნის. შექმნილია ადამიანთა წამების უშველებელი სისტემა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობს.
ჟურნალისტი ასევე საუბრობს ადამიანების ქუჩაში დაჭერის და ფრონტის ხაზზე ძალით წაყვანის ფაქტებზეც.
„სქემა შემდეგია, ადამიანებს ქუჩაში იჭერენ, ბოლო დროს მოქალაქეებს პირდაპირ საკუთარი სახლიდან იტაცებენ. მაგალითად ხარკოვში, ღამით ცაში დრონებს უშვებენ და ეძებენ მამაკაცებს კორპუსების ფანჯრებში, დაჭერილ მოქალაქეებს აგზავნიან ე.წ. გამანაწილებელ პუნქტებში, რომელიც სარდაფებშია მოწყობილი.
იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ ფრონტზე წასვლაზე, მათ შორის შშმ პირებს, ავადმყოფებს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებს კი, სწორედ ამ საწამებელ კამერებში ყრიან, სცემენ, აწამებენ და ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვენ“, - აღნიშნა დიანა პანჩენკომ.
ციტატები სტატიიდან
„სქემა შემდეგია, ადამიანებს ქუჩაში იჭერენ, ბოლო დროს მოქალაქეებს პირდაპირ საკუთარი სახლიდან იტაცებენ. მაგალითად ხარკოვში, ღამით ცაში დრონებს უშვებენ და ეძებენ მამაკაცებს კორპუსების ფანჯრებში, დაჭერილ მოქალაქეებს აგზავნიან ე.წ. გამანაწილებელ პუნქტებში, რომელიც სარდაფებშია მოწყობილი. იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ ფრონტზე წასვლაზე, მათ შორის შშმ პირებს, ავადმყოფებს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებს კი, სწორედ ამ საწამებელ კამერებში ყრიან, სცემენ, აწამებენ და ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…