პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკანონოდ დამუშავებული ხორცპროდუქტები და მათი რეალიზაცია - არალეგალური საწარმოები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დახურა, მფლობელები დააჯარიმა, სახიფათო ხორცპროდუქტები კი გაანადგურა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით უკანონო ხორცდამამუშავებელი საწარმოები დახურა, მათი მფლობელები დააჯარიმა და სახიფათო ხორცპროდუქტები გაანადგურა.

ხორცპროდუქტებს უკანონოდ ამუშავებენ და შემდეგ მათ რეალიზაციას ახდენენ - ამგვარი ობიექტები აღმოჩენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. არალეგალური საწარმოები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დახურა, მფლობელები დააჯარიმა, სახიფათო ხორცპროდუქტები კი გაანადგურა.

ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება დაუშვებელია.

კანონის მოთხოვნით, საწარმოს სადაც ცხოველისა თუ ფრინველის დაკვლა შემდეგ კი დამუშავება ხდება, საქმიანობის უფლება შესაბამის რეესტრში უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული. სავალდებულო პირობაა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ობიექტის აღიარებაც. მინიმალური მოთხოვნებია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და საწარმოო პროცესში ვეტერინარის მონაწილეობა.

შეუსაბამო პირობებში დაკლული და შემდეგ დამუშავებული ხორცპროდუქტები, ხშირად ცივი ჯაჭვის დაცვის გარეშე, არასამაცივრე დახლებსა და ზოგჯერ პირდაპირ ავტომობილებიდან იყიდება. ბუნებრივია, ასეთ პროდუქტს არ ახლავს მისი უვნებლობისა და ვეტერინარული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი ფორმა ნომერი 2. ეს ქმნის რისკებს რეალიზაციაში მოხვდეს დაავადებული ცხოველისა და ფრინველის ხორცი. ამასთანავე არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი შესაძლებელია დააბინძუროს გარემო პირობებმაც.

დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა გავრცელების რისკსაც წარმოადგენს საეჭვო წარმომავლობის ხორცპროდუქტები, საკმაოდ ვრცელია. უკვე დაბინძურებული პროდუქტის თერმულად კარგად დამუშავებაც კი უსაფრთხოებას ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს

იმისთვის, რომ ხორცპროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არ გახდეს, მომხმარებლისთვის არსებობს რეკომენდაციები:

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები