ვაშინგტონში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალა - რა გავლენას მოახდენს ამერიკის არჩევნები საერთაშორისო კრიზისების გადაწყვეტაზე
ვაშინგტონში ძალთა ბალანსის შეცვლის შემდეგ, მსოფლიო აკვირდება, რა გავლენას მოახდენს აშშ-ის არჩევნები საერთაშორისო კრიზისებსა და ევროპის უსაფრთხოებაზე.
ევროპა შესაძლო სამხედრო დაპირისპირების სცენარებს განიხილავს, თუმცა კონტინენტის უსაფრთხოების მომავალი დიდწილად ოკეანის გაღმა მიღებულ გადაწყვეტილებებზეც არის დამოკიდებული. ვაშინგტონში კი პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალა, ახლა მთელი მსოფლიო აკვირდება, რა გავლენას მოახდენს ამერიკის არჩევნები საერთაშორისო კრიზისების გადაწყვეტაზე.
დემოკრატების გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპს უკვე განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობაში მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება.
არჩევნების შედეგებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან კიევში, მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებში. უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონიდან მხარდაჭერა გაძლიერდება. ამავე დროს, დღის წესრიგშია ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები, რომელთა შედეგზეც ევროპის უსაფრთხოების მომავალია დამოკიდებული.
ამერიკის პრეზიდენტის წინაშე კიდევ ერთი რთული გამოწვევაა - ირანი და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების საფრთხე.
ავტორი: ნათია ჩეხერია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…