არჩილ გორდულაძე: ყველა ადვოკატს ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას
არჩილ გორდულაძემ ადვოკატებს პროფესიული დღე მიულოცა და განაცხადა, რომ კონსტიტუციურ ორგანოებთან დიალოგი პრაქტიკიდან დანახული გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია.

ყველა ადვოკატს ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღესთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
მისი თქმით, კონსტიტუციურ ორგანოებთან დიალოგი მნიშვნელოვანია, რათა გამოწვევების საპასუხოდ შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს.
„2017 წლის რეფორმის შემდეგ, ზუსტად კონსტიტუციური ჩანაწერიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ ჰყავდეს ადვოკატი, ამავდროულად ადვოკატის დამოუკიდებლობა გარანტირებულია. ყველა ადვოკატს ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას. დიალოგი უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ ორგანოებთან, რომ პრაქტიკიდან დანახული გამოწვევების საპასუხოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება თუ სხვა პრაქტიკული ღონისძიებები გატარდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ციტატები სტატიიდან
„2017 წლის რეფორმის შემდეგ, ზუსტად კონსტიტუციური ჩანაწერიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ ჰყავდეს ადვოკატი, ამავდროულად ადვოკატის დამოუკიდებლობა გარანტირებულია. ყველა ადვოკატს ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას. დიალოგი უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ ორგანოებთან, რომ პრაქტიკიდან დანახული გამოწვევების საპასუხოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება თუ სხვა პრაქტიკული ღონისძიებები გატარდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…