პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხები განიხილეს

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ორმხრივი ურთიერთობები, ირანის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს.

დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხები განიხილეს
ალია

აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური მოვლენები.

“ხაზი გაუსვა რა იმას, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა უნდა დასრულდეს, ხოლო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს. მან განაცხადა, რომ თურქეთი კვლავაც შეუწყობს ხელს ამ პროცესებს და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გააქტიურება როგორც უკრაინასთან ასევე რუსეთთან”, – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხები განიხილეს
  2. იმედინიუსისამთავრობოტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შეთანხმება მზადდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები