პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Washington Post: ჯარედ კუშნერი ევროპაში ომის შემდგომი უსაფრთხოების ფართო შეთანხმებების განხილვისას ნატო-რუსეთის საბჭოს მოდელს ეყრდნობა

ჯარედ კუშნერი ევროპის უსაფრთხოების განხილვისას ნატო-რუსეთის საბჭოს მოდელს ეყრდნობა, თუმცა ევროპელი მაღალჩინოსნები მოითხოვენ, რომ ნებისმიერ შეთანხმებამდე ჯერ უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს.

The Washington Post: ჯარედ კუშნერი ევროპაში ომის შემდგომი უსაფრთხოების ფართო შეთანხმებების განხილვისას ნატო-რუსეთის საბჭოს მოდელს ეყრდნობა
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი და სიძე, ჯარედ კუშნერი ევროპაში ომის შემდგომი უსაფრთხოების ფართო შეთანხმებების განხილვისას ნატო-რუსეთის საბჭოს მოდელს ეყრდნობა. თუმცა, როგორც The Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ევროპელი მაღალჩინოსნები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყდეს.

როგორც იგნატიუსი აღნიშნავს, კუშნერმა უკრაინაში ზავის მიღწევის ძალისხმევა რუსეთსა და ევროპას შორის კონტინენტის მომავალი უსაფრთხოების შესახებ უფრო ფართო, მრავალმხრივი მოლაპარაკებების იდეას დაუკავშირა. მოლაპარაკებების დეტალებზე ინფორმირებული პირის თქმით, კუშნერისთვის მაგალითს წარმოადგენს ნატო-რუსეთის საბჭო, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა, თუმცა მისი საქმიანობა 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ შეჩერდა.

ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ისინი რუსეთთან დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მხოლოდ უკრაინაში ზავის მიღწევის შემდეგ დათანხმდებიან.

„ორივე მიმართულება მუშაობს“, - განაცხადა აშშ-ის ახლო მოკავშირე ქვეყნის ინფორმირებულმა წარმომადგენელმა, თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ „სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის შესახებ უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ შეთანხმდებამდე უნდა დაიდოს“.

სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნის მაღალჩინოსანმა განმარტა: „ეს მიდგომა ჩვენთვის უამრავ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ მონაწილეობა უარის თქმზე უკეთესია. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ამ საკითხების განხილვა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეიძლება... მოლაპარაკებები იოლი არ იქნება“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ევროპული ლიდერები კუშნერის ძალისხმევას მხარს უჭერენ, ევროპაში „ფართო ერთსულოვნებაა“ იმის თაობაზე, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა გაიმართოს.

როგორც დევიდ იგნატიუსი წერს, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ამ ნაბიჯების თანმიმდევრობა იქნება.

„კუშნერი ცდილობს, პროცესი ერთდროულად წარიმართოს. უკრაინის მხარდამჭერი ევროპა კი ამტკიცებს, რომ პირველ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი უნდა იდგეს“, -წერს მიმომხილველი.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პუტინის წარმომადგენელი კირილ დიმიტრიევი მიიღო. ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლოს არის „დიდი, შესანიშნავი გარიგების“ დადებასთან, რომელიც უკრაინასა და „მთელ ევროპას“ მოიცავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის შესახებ უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ შეთანხმდებამდე უნდა დაიდოს“
„ეს მიდგომა ჩვენთვის უამრავ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ მონაწილეობა უარის თქმზე უკეთესია. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ამ საკითხების განხილვა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეიძლება... მოლაპარაკებები იოლი არ იქნება“
„კუშნერი ცდილობს, პროცესი ერთდროულად წარიმართოს. უკრაინის მხარდამჭერი ევროპა კი ამტკიცებს, რომ პირველ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი უნდა იდგეს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები