[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
მადრიდის რეალმა ლა ლიგის მე-12 ტურში ვალენსია 3:0 დაამარცხა და ყველა ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. გოლები ფედერიკო ვალვერდემ, არდა გიულერმა და კილიან მბაპემ გაიტანეს.
ლა ლიგის მე-12 ტურში მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "ვალენსია" 3:0 დაამარცხა და ყველა ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ბრწყინვალე დარტყმით გახსნა. 36-ე წუთზე არდა გიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში უკეთ კვლავ ჟოზე მოურინიოს გუნდი გამოიყურებოდა. 75-ე წუთზე გიულერის შესანიშნავი გადაცემით კილიან მბაპემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით "ბარსელონასთან" ერთად პირველ ადგილს იკავებს, თუმცა "ბლაუგრანას" ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"სამეფო კლუბი" მორიგ შეხვედრას 22 ნოემბერს ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ გამართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…