პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით

„ლივერპულის“ მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ განაცხადა, რომ ალისონ ბეკერი გუნდის ბოლო წარუმატებლობებში მთავარი დამნაშავე არ არის. ირაოლას თქმით, მეკარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობის ნაწილს თავად იღებს, რადგან ტაქტიკურ მითითებებს თავად გასცემს.

ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
სპორტალი

ყველა ტურნირზე ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „ლივერპული“ 8 ნოემბერს, პრემიერლიგის მეათე ტურში ლონდონში „კრიტალ პალასს“ დაუპირისპირდება. liverpool.com-ი წერს, რომ „წითლების“ მეკარე ალისონი ბოლო მატჩებში არადამაჯერებელი იყო, რამდენიმე შეცდომა დაუშვა და გუნდს შანსის მოლოდინში მყოფი გიორგი მამარდაშვილი ჰყავს.

„კრისტალ პალასთან“ შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მერსისაიდული გუნდის მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ ალისონის შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უსრულდება:

„არ ვიცი, ეს სეზონი ალისონისთვის ჩვენთან უკანასკნელი იქნება თუ არა. იმედია, კიდევ რაღაც დროის განმავლობაში კიდევ დარჩება, მაგრამ როდესაც ასეთ სიტუაციებზე მეკითხებით - ეს თავად ფეხბურთელისა და კლუბის საქმეა. დიახ, ამ საკითხებზე ხშირად ვსაუბრობ სპორტულ დირექტორ ჯულიან უორდთან, თუმცა ყველაფერს ვერ მოგიყვებით.

ალისონმა „არსენალთან“ გაშვებული გოლისას ბურთის ატანისას შეცდომა დაუშვა, პასუხესმგებლობის ნაწილს საკუთარ თავზე ვიღებ, ვინაიდან სწორედ მე ვურჩევ ბურთის კარის წინ გათამაშებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბურთის დაკარგვისას უკან რვა მცველი გვყავს. ასე რომ, „ალი“ მთავარი დამნაშავე არაა“.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები