პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, უკრაინა სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს” – ზელენსკი კრაკოვის ტრაგედიაზე

კრაკოვის ცენტრში მანქანიდან უმისამართო სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს შემაძრწუნებელი დანაშაული უწოდა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა.

,, უკრაინა სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს” – ზელენსკი კრაკოვის ტრაგედიაზე
ალია

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში მომხდარ ფაქტს, სადაც მანქანიდან უმისამართო სროლისას დაიღუპა 5, დაშავდა 10 ადამიანი, უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება:

,,შემაძრწუნებელი დანაშაული კრაკოვში. უკრაინელი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ თავდასხმას არანაირი გამართლება არ აქვს და გვჯერა, რომ დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

გამძლეობასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს და ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. უკრაინა სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს. ადამიანებს აქვთ უსაფრთხოების უფლება” – წერს უკრაინის ვოლოდიმირ ზელენსკი.

.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთის პრეზიდენტმა კრაკოვში, სადაც სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი გაგზავნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები