ლელა რაზიკაშვილი 7 ნოემბრის აქციაზე: რამდენი ვიდეო იდება მაშინდელი პროტესტებიდან. ერთი სადმე გინახავთ ცეცხლი, ნავთი, ქვა, თავპირდალეწილი პოლიციელი და ა.შ. ახლანდელი სურათები ნახეთ, ტყვიამფრქვევთან დგანან და ებრძვიან საკუთარ ქვეყანას, ამით იწონებენ თავს
ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი ლელა რაზიკაშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციები მშვიდობიანი იყო, მაშინ როცა ახლანდელი პროტესტის მონაწილეები ტყვიამფრქვევთან დგანან და საკუთარ ქვეყანას ებრძვიან.

ყველაზე უფრო მშვიდობიანი სტანდარტის პროტესტი იყო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ადამიანები სამართალს ითხოვდნენ.
„მოდით, შევადაროთ ახლა, რამდენი სურათი იდება, რამდენი ვიდეო იდება მაშინდელი პროტესტებიდან. ერთი სადმე გინახავთ თქვენ ცეცხლი, ნავთი, ქვა, თავპირდალეწილი პოლიციელი და ა.შ. სადმე ყოფილა ასეთი? ახლანდელი სურათები ნახეთ. ადამიანები თავს იწონებენ, ტყვიამფრქვევთან დგანან და ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. ამით იწონებენ თავს“, - აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მოდით, შევადაროთ ახლა, რამდენი სურათი იდება, რამდენი ვიდეო იდება მაშინდელი პროტესტებიდან. ერთი სადმე გინახავთ თქვენ ცეცხლი, ნავთი, ქვა, თავპირდალეწილი პოლიციელი და ა.შ. სადმე ყოფილა ასეთი? ახლანდელი სურათები ნახეთ. ადამიანები თავს იწონებენ, ტყვიამფრქვევთან დგანან და ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. ამით იწონებენ თავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…