[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბელგრადში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი ძიუდოისტები რუსეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდნენ.
დღეს, 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში ერთადერთი გამარჯვება ლაშა შავდათუაშვილმა ( -73 კგ) მოიპოვა, რომელმაც ბუიან-ხერელ საანა დაამარცხა.
სამწუხაროდ, სოფიო სომხიშვილის ტრავმის გამო, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყველა შეხვედრა ერთი წაგებით დაიწყო.
ტურნირი მეორე წრიდან დავიწყეთ და უნგრეთის ნაკრები 4:2 დავამარცხეთ.
გამარჯვებები მოიპოვეს:
ეთერ მაისურაძემ, გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა.
მარცხი: ეთერ გულბანი
ქართველებმა ნახევარფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხეს.
გამარჯვებები მოიპოვეს:
ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა (გადამწყვეტ ბრძოლაში)
მარცხი: ეთერ გულბანი, ლაშა შავდათუაშვილი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…