სპორტი · 7 ნოემბერი, 21:12
საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური პირველობის ვიცე-ჩემპიონია
საქართველოს ნაკრები ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის ფინალში რუსეთთან 1:4 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სოფიო სომხიშვილის ტრავმის გამო გუნდმა ფინალური შეხვედრა 0:1-დან დაიწყო.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ასპარეზობის ვერცხლის მედალოსანია. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ევროპის პირველობის ფინალში ჩვენი გუნდი რუსეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებმა ფინალური დაპირისპირება 0:1-დან დაიწყო.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…