პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის პრეზიდენტმა კრაკოვში, სადაც სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი გაგზავნა

კრაკოვის ცენტრში მომხდარ სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ადგილზე ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი გაგზავნა. პოლიცია თავდასხმის მოტივისა და გარემოებების გამოძიებას აწარმოებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა კრაკოვში, სადაც სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი გაგზავნა
იმედინიუსი

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქალაქ კრაკოვში, სადაც სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი გაგზავნა.

ნავროცკის განცხადებით, მას კავშირი აქვს შესაბამის სამსახურებთან და ელოდება ამ ტრაგიკული მოვლენების გარემოებებში სრულად გარკვევას.

„დიდი შეშფოთებით ვიღებ ცნობებს კრაკოვის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ. ჩემი ფიქრები დაზარალებულებთან, დაშავებულებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა. კავშირი მაქვს შესაბამის სამსახურებთან და ველოდები ამ ტრაგიკული მოვლენების გარემოებებში სრულად გარკვევას. ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი კრაკოვისკენ მიემართება. პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია!“ - დაწერა ნავროცკიმ.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ კრაკოვის ცენტრში სროლა იყო. სროლას ხუთ ადამიანი ემსხვერპლა. პოლიცია თავდასხმის მოტივსა და ყველა გარემოებას იძიებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიდი შეშფოთებით ვიღებ ცნობებს კრაკოვის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ. ჩემი ფიქრები დაზარალებულებთან, დაშავებულებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა. კავშირი მაქვს შესაბამის სამსახურებთან და ველოდები ამ ტრაგიკული მოვლენების გარემოებებში სრულად გარკვევას. ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი კრაკოვისკენ მიემართება. პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია!“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტუსკი კრაკოვში მომხდარ სროლაზე: შინაგან საქმეთა სამინისტრო განახლებულ ინფორმაციას გვაწვდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები