რა მოხდა 4 ოქტომბერს? - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ბერიძესთან
პატიმრობიდან გათავისუფლებული ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს მიზანი პრეზიდენტის სასახლის მშვიდობიანად დაკავება იყო, თუმცა მათ „აჯობეს“. მისივე მტკიცებით, ათონელის რეზიდენციასთან ღობე წინასწარ იყო გადაჭრილი და ხალხს პროვოკაცია მოუწყვეს.

"პროტესტი უნდა შევინარჩუნოთ!" - ეს არის პატიმრობიდან გათავისუფლებული ლაშა ბერიძის მთავარი სათქმელი.
პოლკოვნიკმა 4 ოქტომბრის დიდი შეკრების დეტალებზე "რუსუდან დუმბაძის დღის ამბებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ლაშა ბერიძე, რომელმაც საპროცესო გარიგების შედეგად დატოვა ციხეთა სისტემა TV პირველის პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ კონსპრაციაა ყველა ის თეორია, რომლის მიხედვითაც საორგანიზაციო კომიტეტის რომელიმე წევრი სუს-თან რაიმე ფორმით კონტაქტზე იყო.
"თუ ვინმემ რამე იცით, გამოდით და ღიად თქვით"- მიმართა პოლკოვნიკმა კრიტიკოსებს.
ბერიძე არც იმას გამორიცხავს, რომ გდდ-ის თანამშრომლები "ქართულ ოცნებას" სხვა სახელმწიფო უწყებებშიც ჰყავდა განლაგებული.
"პრეზიდენტის სასახლესთან ჩვენ გვაჯობეს"- მომზადებულები იყვნენ"- განმარტა ყოფილმა სამხედრო პირმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლესთან წასვლის მიზანს, მას პოლკოვნიკი ასე განმარტავს: "შენობის დაკავება მშვიდობაინად"
მან თქვა, რომ არ იცის, რა იგულისხმა მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე მიცემულ კომენტარში, როცა თქვა: "არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, მეტი სარგებელი, თანადგომა და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება".
გამოცდილი სამხედრო აღნიშნავს, რომ მან არ იცის და თავის დროზე არ დაინტერესდა, რატომ შეირჩა ათონელის რეზიდენცია ადგილად, სადაც პროტესტმა 4 ოქტომბერს მოულოდნელად გადაინაცვლა.
"გეგმა იყო სასახლის მშვიდობიანად დაკავება, თუმცა გვაჯობეს" - ამბობს ბერიძე, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ათონელის რეზიდენციასთან ღობე გადაჭრილი იყო და ხალხს პროვოკაცია მოუწყვეს.
ამის მიუხედავად, პოლკოვნიკი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი მისთვის გამარჯვების დღეა. "ეს იყო ეროვნული შეკრების დღე"- თქვა მან.
ციტატები სტატიიდან
„თუ ვინმემ რამე იცით, გამოდით და ღიად თქვით“
„არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, მეტი სარგებელი, თანადგომა და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება“
„გეგმა იყო სასახლის მშვიდობიანად დაკავება, თუმცა გვაჯობეს“
„ეს იყო ეროვნული შეკრების დღე“
„მან თქვა, რომ არ იცის, რა იგულისხმა მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე მიცემულ კომენტარში, როცა თქვა:“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…