რობერტ ფიცო - სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ არ გაყალბებულიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, 2003 წელს სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამართული რეფერენდუმი რომ არ გაყალბებულიყო და შედეგები არ შეესწორებინათ, ის წარმატებული ვერ იქნებოდა.

სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ არ გაყალბებულიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ „სოციალ-დემოკრატიული სკოლის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
„როდესაც სლოვაკეთი 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა, ქვეყანაში დიდი ენთუზიაზმი იყო. ჩვენ რეფერენდუმი ჩავატარეთ, რომელიც რომ არ გაყალბებულიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა. ეს უნდა ითქვას“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
მისი თქმით, „შესაძლოა, აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებლად, შედეგების შესწორება მოხდა“.
„რეფერენდუმის შედეგი იმდენად ახლოს იყო, რომ, ჩემი აზრით, გარკვეული შესწორება შეიტანეს, რათა შედეგი ისეთი ყოფილიყო, როგორიც საჭირო იყო, რათა სლოვაკეთის რესპუბლიკას ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობა მიეღო“, - აღნიშნა ფიცომ.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი სლოვაკეთში 2003 წელს ჩატარდა. ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 93.7%-მა დაუჭირა. ამომრჩეველთა აქტივობა კი - 52.12% იყო. აღნიშნული რეფერენდუმი სლოვაკეთის ისტორიაში ერთადერთია, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობამ 50%-იან ზღვარს გადააჭარბა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„როდესაც სლოვაკეთი 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა, ქვეყანაში დიდი ენთუზიაზმი იყო. ჩვენ რეფერენდუმი ჩავატარეთ, რომელიც რომ არ გაყალბებულიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა. ეს უნდა ითქვას“
„შესაძლოა, აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებლად, შედეგების შესწორება მოხდა“
„რეფერენდუმის შედეგი იმდენად ახლოს იყო, რომ, ჩემი აზრით, გარკვეული შესწორება შეიტანეს, რათა შედეგი ისეთი ყოფილიყო, როგორიც საჭირო იყო, რათა სლოვაკეთის რესპუბლიკას ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობა მიეღო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…