ფიცოს განცხადებით, ევროკავშირში სლოვაკეთის გაწევრიანების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი გაყალბებული იყო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, 2003 წელს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი გაყალბებული იყო, თუმცა ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკავშირში სლოვაკეთის გაწევრიანების შესახებ 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი გაყალბებული იყო.
აღნიშნული განცხადებით ფიცო „სოციალ-დემოკრატიული სკოლის“ გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა, რომლის ორგანიზატორიც მისი პოლიტიკური პარტია „სმერი“ იყო.
მისი თქმით, სლოვაკეთის გაწევრიანება ევროკავშირში ენთუზიაზმთან და დიდ მოლოდინთან იყო დაკავშირებული.
„ჩვენ ჩავატარეთ რეფერენდუმი, რომელიც, გაყალბებული რომ არ ყოფილიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა“, - განაცხადა ფიცომ, თუმცა ნათქვამის დასადასტურებლად არაფერი წარმოუდგენია.
რეფერენდუმის ჩატარებისას მისი პარტია „სმერი“ ოპოზიციაში იყო, თუმცა ევროკავშირში სლოვაკეთის გაწევრიანებას მხარს უჭერდა.
„იმდროინდელ ოპოზიციას, კერძოდ, „სმერს“ და ბატონ [ვლადიმერ] მეჩიარს რომ არ ეთქვათ: „მოდით, ევროკავშირში შევიდეთო“, გარანტიას გაძლევთ, რეფერენდუმი წარმატებული არ იქნებოდა“, - დასძინა ფიცომ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენ ჩავატარეთ რეფერენდუმი, რომელიც, გაყალბებული რომ არ ყოფილიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა“
„იმდროინდელ ოპოზიციას, კერძოდ, „სმერს“ და ბატონ [ვლადიმერ] მეჩიარს რომ არ ეთქვათ: „მოდით, ევროკავშირში შევიდეთო“, გარანტიას გაძლევთ, რეფერენდუმი წარმატებული არ იქნებოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…