პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ფედერალისტები

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი ვარდისფერი ფხვნილის გავრცელების შესახებ აფრთხილებს, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ და რომელსაც, მისი ცნობით, ბათუმში უკვე შეეწირა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე.

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს
ფორმულა

ნარკოლოგი და ფედერალისტების ერთ-ერთი წევრი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, მეტადონის სახელით ასაღებენ.

მისი ინფორმაციით, ვარდისფერ ფხვნილს ბათუმში ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა.

აღნიშნავს, რომ საჭიროა სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაცია.

"სასწრაფო გაფრთხილება -უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება

ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება.

განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 („Pink“, „Pinky“)- ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში ვარდისფერი ფხვნილის სახითაც ვრცელდებოდა.

ასევე გამოსარიცხია ნიტაზენები და ფენტანილის ანალოგები.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნივთიერებაა გავრცელებული საქართველოში. საჭიროა სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაცია.

არსებული ინფორმაციით, გუშინწინ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა ბათუმში !!!

არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას. ზედოზირებისას დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიყენეთ ნალოქსონი, თუ ხელმისაწვდომია.

ძაან საშიშია ადგილზე

კლავს!!! ვერ ასწრებს სასწრაფოც მოსვლას!!! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს ", - წერს სიხარულიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასწრაფო გაფრთხილება -უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება. განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 („Pink“, „Pinky“)- ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში ვარდისფერი ფხვნილის სახითაც ვრცელდებოდა. ასევე გამოსარიცხია ნიტაზენები და ფენტანილის ანალოგები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნივთიერებაა გავრცელებული საქართველოში. საჭიროა სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაცია. არსებული ინფორმაციით, გუშინწინ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა ბათუმში !!! არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას. ზედოზირებისას დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიყენეთ ნალოქსონი, თუ ხელმისაწვდომია. ძაან საშიშია ადგილზე კლავს!!! ვერ ასწრებს სასწრაფოც მოსვლას!!! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“სასწრაფო გაფრთხილება – ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ” – ზურაბ სიხარულიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები