სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში – კრემლმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა
აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის კრემლმა დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პროცესს პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი უხელმძღვანელებს, შემადგენლობაში კი დიპლომატებთან ერთად გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებიც იქნებიან.

სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში – კრემლმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი „მომავალ მოლაპარაკებებს კურირებს“.
პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი.
ასევე, 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსულ მხარეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ჟიგარლოვსკი წარმოადგენენ.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, პუტინმა პირადად განიხილა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად უკრაინის შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების მომზადების საკითხი.
ცნობისთვის, ომის დასრულების გეგმის შესახებ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებებს განაახლებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…